20%
ახალი
ინგლისური ენის გრამატიკა | Advanced B2-C1 | პრაქტიკული ნაწილი

ინგლისური ენის გრამატიკა | Advanced B2-C1 | პრაქტიკული ნაწილი

სახელმძღვანელო განკუთვნილია მაღალი დონის (B2-C1) მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ, სრულად და ამომწურავად შეისწავლონ ინგლისური ენის გრამატიკა, რათა შეძლონ უშეცდომოდ წერა და საუბარი როგორც ყოველდღიურ, ისე აკადემიურ ან ბიზნესგარემოში.

წიგნის გამოყენება შესაძლებელია როგორც საკლასო სახელმძღვანელოდ, ისე ინდივიდუალურად, თვითმასწავლებელ რესურსად.

წიგნი ყოველდღიულ ამერიკულ ინგლისურში გამოყენებულ გრამატიკაზეა ორიენტირებული, თუმცა ასევე ფარავს ბრიტანულ-ამერიკულ განსხვავებებსა და ოფიციალურ ინგლისურში გამოყენებულ გრამატიკულ კონსტრუქციებს.

 

სახელმძღვანელო ორნაწილინია –  შეიცავს თეორიულ და პრაქტიკული ნაწილებს. თეორიული ნაწილი შედგება 16 თავისგან და ფარავს ინგლისური ენის გრამატიკას სრულად, დაწყებული დროის ფორმებით და დამთავრებული არტიკლებითა და წინდებულებით. თითოეულ თავში წარმოდგენილია დიაგრამები, რომლებიც ხელს უწყობს მასალის ვიზუალურ აღქმას და აადვილებს სხვადასვხა გრამატიკული კონსტრუქციის გაგებას. სახელმძღვანელოს პრაქტიკული ნაწილი მოი­ცავს სხვადასხვა ტიპის გრამატიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც ორიენტირებულია გრამატიკის სიღ­რმისეულ გააზრებაზე. გარდა სავარჯიშოებისა, წიგნში ასევე წარმოდგენილია ელექტრონული ინტერაქციული ქვიზები, რომლებზე გადასვლაც QR კოდის დასკანერებით შეგიძლიათ. ქვიზი თითოეული პასუხის შემდეგ გეუბნებათ, რატომ არის ეს პასუხი სწორი ან არასწორი. ასეთი ინტერაქციული ქვიზები გაძლევთ არა მხოლოდ მიღებული ცოდნის შემოწმების, არამედ ასევე გავლილი მასალის გამეორების შესაძლებლობას.

ამ წიგნის მეშვეობით იმოგზაურებთ, ერთი მხრივ, ინგლისური ენის გრამატიკის სამყაროში, მეორე მხრივ კი – ამერიკის შეერთებულ შტატებში. წიგნის თითოეული თავი ეძღვნება ერთ ლოკაციას ამ ქვეყანაში და გაფორმებულია შესაბამისი ფოტოებით. ყოველი  თავი იწყება ტექსტით, რომელიც ეხება ამ ადგილს და რომელშიც გამოყენებულია შესაბამის თავში ახსნილი გრამატიკული კონსტრუქციები. სახელმძღვანელოს პრაქტიკულ ნაწილში ასევე შეგხვდებათ სავარჯიშოები ტექსტებითა და დიალოგებით, რომლებიც ამ კონკრეტულ ლოკაციასთანაა დაკავშირებული. 

სრულად